ფარმაკოზედამხედველობა - მისი დანერგვის აუცილებლობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში

თარიღები: 10 ოქტ - 08 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
ელ. ფოსტა: e.nikoleishvili@ug.edu.ge
ტელეფონი: +995591006037
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  ტრენინგ კურსები

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე:

ფარმაკოზედამხედველობა - მისი დანერგვის აუცილებლობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში.  თეორიული  და პრაქტიკული ასპექტები

 

  • უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამა „ფარმაკოზედამხედველობა - მისი დანერგვის აუცილებლობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში.  თეორიული  და პრაქტიკული ასპექტები“,  აკრედიტაციის მიღების მიზნით, წარდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე.

კურსი განკუთვნილია სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ჯანდაცვის მენეჯერების, ექიმებისა და ფარმაცევტებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სამედიცინო მოწყობილობების დანიშვნა-გამოყენებასა და მედიკამენტური მკურნალობის  პრაქტიკულ საკითხებთან. 

განსახილველი  თემები:

  • ფარმაკოზედამხედველობა. ზოგადი მიმოხილვა, კონცეფცია, მიზანი. ფარმაკოზედამხედველობის განვითარების პრობლემები და ბარიერები საქართველოში.
  • ფარმაკოზედამხედველობის ძირითადი ტერმინები. ტერმინოლოგია,  სისტემები. განსაზღვრებები. ფარმაკოზედამხედველობის სისტემის მასტერ ფაილისანებართვო საქმიანობის ტიპები, ნებართვის გაცემის პრინციპები
  • წამლის უსაფრთხოების პროფილის მონიტორინგი: გვერდითი მოვლენები და გვერდითი რეაქციები.სამედიცინო პროდუქტთან დაკავშირებული და დუაკავშირებელი გვერდითი მოვლენები.
  • უსაფრთხოების ინდივიდუალური ანგარიშები, სპონტანური ანგარიშები, შეჯამებული ანგარიშები (ICSR/CIOMS, PBRER/PSUR, DSUR). შეტყობინების მონიტორინგი და ანალიზი
  • ჯანმოს მიდგომა:  საერთაშორისო კოლაბორაცია-UPPSALA-ს მონიტორინგის ცენტრი. ევროკავშირის ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობა. კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკა.
  • უსაფთრხოების სიგნალის დადგენა (Signal Detection). რისკის მართვის გეგმები, რისკის მინიმიზაციის ღონისძიებები, ინსტრუმენტების შერჩევა და ეფექტურობის ინდიკატორებიშესაბამისი სასწავლო-პრაქტიკული ქეისები
  • ფარმაკოზედამხედველობა სპეციალურ პოპულაციაში: ორსულებში, პედიატრიულ და გერიატრიულ პოპულაციაში. უსაფრთხოება, სიფრთხილის ზომები,  რისკის და სარგებლის შეფასება, ჩვენებები და წინააღმდეგჩვენებები.
  • ფარმაკოზედამხედველობის ქართული მოდელი. მარეგულირებელი გარემო. საერთაშორისო მოთხოვნების ჰარმონიზაცია ადგილობრივად. რეალობა და პერსპექტივები

სწავლების მეთოდები
სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება სალექციო-პრაქტიკული, აგრეთვე  ჯგუფური დისკუსიები. ქეისების განხილვა. სიტუაციურ ამოცანები.

შეფასების კრიტერიუმები: დასწრება, ჯგუფური მუშაობა, წერითი გამოკითხვა.


 

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები:

  • საფუძვლიანად გაეცნობიან ჯანმოს მიდგომას საერთაშორისო კოლაბორაცია - UPPSALA-ს მონიტორინგის ცენტრის, ევროკავშირის ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობის, კარგი ფარმაკოზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ.
  • დაეუფლებიან უსაფრთხოების ინდივიდუალური ანგარიშების, სპონტანური ანგარიშების, შეჯამებული ანგარიშების (ICSR/CIOMS, PBRER/PSUR, DSUR) მომზადებას; შეტყობინების მონიტორინგისა და ანალიზის შესრულების საკითხებს.
  • ისწავლიან უსაფთრხოების სიგნალის დადგენას (Signal Detection). რისკის მართვის გეგმების, რისკის მინიმიზაციის ღონისძიებების, ინსტრუმენტების შერჩევას და ეფექტურობის ინდიკატორების შერჩევას.
  • გაეცნობიან ფარმაკოზედამხედველობის საერთაშორისო მოთხოვნებს  და  ჰარმონიზაციის ასპექტებს საქართველოს რეალურ ვითარებასთან მიმართებით.
  • ქეისების განხილვით დაეულებიან რისკის მართვისა და მინიმიზაციის ღონისძიებების, ინსტრუმენტების, ეფექტურობის ინდიკატორების შერჩევას

 

ადამიანური რესურსი

 

  •  ელზა ნიკოლეიშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ნინო განუგრავა - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „როშ ჯორჯია“-ს სამედიცინო დირექტორი/ხარისხის მართვის მენეჯერი/ ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერი/კლინიკური კვლევის მენეჯერი;
  • რუსუდან ჯაში - მედიცინის დოქტორი, წამლისა და თერაპიული კომიტეტის თავმჯდომარე, ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • მარიკა მეგრელიშვილი - მედიცინის დოქტორი, „როშ ჯორჯია“, სამედიცინო აქტივობებზე პასუხისმგებელი პირი, ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერი, კლინიკური კვლევების მენეჯერი


კურსი მოიცავს 20  საკონტაქტო სთ-. სამუშაო დღეები: შაბათი-კვირა, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.  მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები და აქვთ საშუალება ისარგებლონ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკით. 

კურსი დაიწყება 2018 წლის  8 დეკემბერს და დასრულდება 9 დეკემბერს.  
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 6 დეკემბრის       18.00 სთ-მდე

კურსის ღირებულებაა 280  ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით .

სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე https://ug.edu.ge/ge/jan-treningebi . რეგისტრაციის გასავლელად აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი და ატვირული უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (დასკანერებული/ფოტო ან ვორდის ფორმატში):

  1. CV.
  2. პირადობის მოწმობის ასლი.
  3. უმაღლესი განათლების სერტიფიკატი.
  4. სწავლის საფასურის გადახდის საბუთი.

საკონტაქტო პირი: ელზა ნიკოლეიშვილი e.nikoleishvili@ug.edu.ge, მობ.: 591 00 60 37

მსგავსი განცხადებები
1C სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი

Rossoft Training Centre


17 ოქტ - 15 ნოემ

CISCO-ს სერტიფიცირებული პედაგოგი

VIP Intellect Group


20 სექ - 19 ოქტ

Electricity Training Program

ISET - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა


19 ოქტ - 17 ნოემ

IT და ვებ ტექნოლოგიები, ინჟინერია, ქსელი, ვებ პროგრამირება

ინტელექტ ცენტრი


28 სექ - 27 ოქტ

IT ინჟინერია - CISCO IT Essentials CompTIA A+

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO


19 ოქტ - 17 ნოემ

IT ინჟინერია/სისტემისა და ქსელის ადმინისტრირების შემსწავლელი სასერთიფიკატო კურსი

ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC


26 სექ - 25 ოქტ

IT ინჟინერიის შემსწავლელი ინტენსიური კურსი 250 ლარის ნაცვლად 150 ლარად

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი


24 სექ - 23 ოქტ