18 ოქტ - 14 ნოე
ვიპ
ოფისის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@anagi.ge
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: 2000 ლარი
მოვალეობები:
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
- საოფისე მარაგების მართვა; საოფისე ავეჯის, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;
- ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
- სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, ყავითა და ჩაით გამასპინძლება.
- სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება;
- მივლინებებისათვის ბრძანებების მომზადება და ჯავშნების უზრუნველყოფა;
- უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- ელექტრონულ ფოსტაზე რეაგირება;
- კორესპონდენციის სრული ციკლის, შემოსული და გასული კორესპონდენციის ელექტრონულ სისტემაში გატარება ინსტრუქციის შესაბამისად;
- ოფისის მძღოლების/კურიერების რეესტრის/სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
- სამუშაო ადგილის (ინტერიერის, ტექნიკური საშუალებებისა და ა. შ.) მოწესრიგება;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ცოდნა, ოფისში მოსული მომხმარებლებისთვის პასუხების გაცემა ნათლად და გარკვევით;
- ოფისში მოსული ვიზიტორებისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა ან კომპეტენტურ თანამშრომელთან გადამისამართება ინფორმაციის მისაღებად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან სპეციალიზებული განათლება ნებისმიერ სფეროში;
- სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური (С1 დონე) და რუსული ენების ცოდნა (თურქული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის ერთგულება;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 1491
უნიკალური ნახვები 1419