შემდეგი
10 ოქტ - 08 ნოე
შესყიდვების ბრენდ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე
მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი
არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ
ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლისთვის სპეციალურ ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
- კვებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის ცნობადობისა და პროდუქციის გაყიდვების ზრდისთვის წლიური/კვარტალური online/offline მარკეტინგული აქტივობების გეგმების მომზადება, ბიუჯეტირება, მართვა და ანალიზი;
- სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
- გეგმების შესრულების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა შესყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობით;
- ბაზრის, ინდუსტრიისა და მომხმარებელთა ქცევის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი ბრენდების კონკურენტული იმიჯის შესანარჩუნებლად, შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების დროული ინიცირება/მართვა;
- ბრენდების მარკეტინგული მასალების მოძიება, კომუნიკაცია ოფიციალურ წარმომადგელობასთან;
- ბრენდისათვის საჭირო სარეკლამო მასალების მომზადების უზრუნველყოფა;
- კამპანიების, ტრეინიგების, ივენთების, ღონისძიებების, აქციების მოწყობა / ჩართულობა;
- პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება: ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
- მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- შესყიდვების და გაყიდვების პროცესების ცოდნა
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლიანი;
- ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე
- მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა - კატეგორია „B” და საკუთარი ავტომობილი. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას.
აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთგაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება
(შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge). პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 200
უნიკალური ნახვები 193