სუპერვაიზერი რუსთავში

თარიღები: 10 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ელ. ფოსტა: tamta.berikelashvili@heidelbergcement.com
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
გაყიდვები:  სუპერვაიზერი

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის თანამდებობაზე ცემენტის ქარხანაში რუსთავში

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბრიგადების უშუალო ხელმძღვანელობა.
  • ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა და შესაბამისი დავალებების მიცემა დაქვემდებარებული პირებისათვის;
  • ბრიგადის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი
  • პროცედურების სრულყოფილად შესრულება, სათანადო ჩანაწერებისა და აღნიშვნების გაკეთება შესაბამის ბლანკებში.
  • ბრიგადის მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკურ დარგში).
  • მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა
  • დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • სასურველია სამუშაო ჯგუფის მართვის გამოცდილება
  • წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamta.berikelashvili@heidelbergcement.com  არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა, 2018.

 

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ–ფოსტის სათაურის ველში და გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სრულყოფილად შევსებული ოფიციალური სააპლიკაციო ფორმა განიხილება. 

 

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Shift Supervisor

Medlog Georgia


10 ოქტ - 21 ოქტ

ვაიზერი ბათუმში

ევერესტი 2010


24 სექ - 23 ოქტ

მეინთენენს სუპერვაიზერი გარდაბანში

M|Group


08 ოქტ - 31 ოქტ

მიმღები-რეგისტრატორი/სუპერვაიზერი გუდაურში

STS Hospitality Service Georgia


02 ოქტ - 31 ოქტ

პრისეილერი/ვაიზერი თბილისსა და რეგიონებში

როკ ტრეიდინგი


18 სექ - 17 ოქტ

პრისეილერი-დისტრიბიუტორი

ბაგროსიკა


27 სექ - 26 ოქტ

პრისეილერი-დისტრიბიუტორი - თბილისი

ბაგროსიკა


26 სექ - 24 ოქტ