ელექტრიკოსი რუსთავში

თარიღები: 10 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: tamta.berikelashvili@heidelbergcement.com
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
ენერგეტიკა:  ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ცემენტის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე რუსთავის ქარხანაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ცემენტის ტერმინალის ელექტრო ინფრასტრუქტურის და მექანიკური ნაწილების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სისტემის რეგულარული მონიტორინგი
  • ელექტროენერგიის მომწოდებელთან მუდმივი კავშირი 10 კვ ხაზის მომსახურებასთან დაკავშირებით
  • 250 კვა ტრანსფორმატორის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა
  • მცირე საზეინკლო სამუშაოების შესრულება ტერმინალის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის
  • ავტომატიზაციის საკონტროლო კარადის მომსახურეობა
  • შრომისა და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ დარგში (ენერგეტიკა, მექანიკა)
  • მინიმუმ 2 წლის სამსახურეობრივი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
  • ელექტრო ნახაზებისა და დიაგრამების კითხვა/გარჩევა
  • დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაციის უნარ ჩვევები
  • პრობლემების ანალიზისა და გამომწვევი მიზეზების დადგენის უნარი
  • მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: tamta.berikelashvili@heidelbergcement.com არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა, 2018.

მსგავსი განცხადებები
ელექტრიკოსი

სუფთა სამყარო


19 სექ - 18 ოქტ

ელექტრიკოსი

ისეკო


10 ოქტ - 08 ნოემ

ელექტრო ტექნიკოსი

Security General


21 სექ - 20 ოქტ

საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელებისა და ელექტრო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი

ამპერი


26 სექ - 25 ოქტ