კონდიტერი

თარიღები: 09 ოქტ - 07 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 850
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  კონდიტერი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას, კონდიტერის პოზიციაზე.

"IOTA" აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • „სასტუმრო იოტა“-ს სტანდარტების მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის მომზადება
  • შეფ მზარეულის მითითებების/ინსტრუქციების/დავალებების შესრულება
  • საკონდიტრო ნაწარმის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა
  • მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • სასტუმრო "იოტა"-ს სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლი
  • სამუშაო გარემოს მოწესრიგება და საკვები პროდუქტების დახარისხება/შესაბამის ადგილზე განთავსება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2  წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

ანაზღაურება: 850 ლარი



თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("კონდიტერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Pastry Chef In Kazbegi

სასტუმრო Rooms ყაზბეგი


05 ოქტ - 02 ნოემ

დამხმარე კონდიტერი

სასტუმრო მუზეუმი


02 ოქტ - 31 ოქტ

დიზაინერ-კონდიტერი

APETITTO


28 სექ - 27 ოქტ

კონდიტერ-დიზაინერი

კაფე-რესტორანი ფიესტა


16 ოქტ - 14 ნოემ

კონდიტერი

APETITTO


28 სექ - 27 ოქტ

კონდიტერი

რესტორანი DINEHALL


25 სექ - 24 ოქტ

კონდიტერი

კახელები


25 სექ - 24 ოქტ