რეცეფციონისტი

თარიღები: 09 ოქტ - 07 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 750
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr.iotahotels@gmail.com
ადმინისტრაცია:  რეცეფციონისტი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების კომპლექსი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას, რეცეფციონისტის თანამდებობაზე.

 

"IOTA" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურეობას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • სასტუმროს იოტას მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  • გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების  თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • პრიორიტეტულია პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

ანაზღაურება: 750 ლარი

 

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Hotel Receptionist

Hotel Costé


03 ოქტ - 01 ნოემ

Spa Receptionist In Tsinandali

Radisson Collection Hotel Tsinandali Estate Georgia


20 სექ - 19 ოქტ

მითერი

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა


25 სექ - 24 ოქტ

მითერი

ავტობანი


25 სექ - 24 ოქტ

მითერი

საუნივერსიტეტო კლინიკა


18 ოქტ - 16 ნოემ

რეცეფციის თანამშრომელი

ვისტამედი


02 ოქტ - 29 ოქტ

რეცეფციონისტი/ადმინისტრატორ-მასპინძელი

Citysightseeing Tbilisi


02 ოქტ - 31 ოქტ