უმცროსი პროექტების მენეჯერი

თარიღები: 09 ოქტ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: recruitment@georgianwater.com
წარმოება/ოპერაციები:  პროექტების მართვა

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი- პარასკევი -  09:00 – 18:00)

 

მოვალეობები:

  • მონაწილეობა კომპანიაში მიმდინარე პროექტების მართვასა და შესრულებული სამუშაოს შეფასებაში;
  • ყოველკვირეული ანგარიშგების მომზადება პროექტის მიმდინარეობის და შესრულების დადგენილ  ვადებთან შესაბამისობის შესახებ;
  • ასისტირება პროექტების შესრულების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის  კონტროლის და უზრუნველყოფაში.

 

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები/ცოდნა და უნარები::

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება. სასურველია,  სამშენებლო ან პროექტების მენეჯმენტის განხრით;
  • მზაობა საველე სამუშაოების შესრულებისთვის;
  • საოფისე პროგრამებთან, განსაკუთრებით MS Excel  მუშაობის გამოცდილება; MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
  • უპირატესობა მიენიჭებათ წყალმომარაგება-წყალარინების ნორმების, წესებისა და სტანდარტების მცოდნე კანდიდატებს;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად მართვის  უნარი;
  • დაკისრებული მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი:
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • კოლეგიალურობა და გუნდში მუშობის უნარი;
  • პრეზენტაციის, აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გამოხატვის უნარი.

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2018 წლის 19 ოქტომბრისა.

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

  • CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.