დარბაზის ადმინისტრატორი ბაკურიანში

თარიღები: 14 ოქტ - 07 ნოემ
მდებარეობა: ბაკურიანი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: vacancy@spar-georgia.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) ფილიალების ქსელი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

 

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები

  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
  • სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
  • სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „დარბაზის ადმინისტრატორი ბაკურიანში“  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

მსგავსი განცხადებები
KA მენეჯერი

GDCC


27 სექ - 26 ოქტ

გაყიდვების კონსულტანტი

Women’Secret


15 ოქტ - 13 ნოემ

გენერალური მენეჯერი რუსთავში

ბაუმარკეტი


09 ოქტ - 07 ნოემ

მაღაზიის მენეჯერი

SPAR Georgia


24 სექ - 23 ოქტ

მაღაზიის მენეჯერი

ედესი ჯგუფი


01 ოქტ - 30 ოქტ

მაღაზიის მენეჯერი

ტორტინი


03 ოქტ - 01 ნოემ

მაღაზიის მენეჯერი ახალციხეში

ნიკორა ტრეიდი


25 სექ - 24 ოქტ