02 ოქტ - 31 ოქტ
სტანდარტი
საინჟინრო პროექტების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
- სრული განაკვეთი
- 2500 - 3500
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Info@sekkeipark.com
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 45
კომპანია "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვახორციელებთ ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტებს. აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2500-3500 ლარი ფიქსირებული, +ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო.
სამუშაო ჰიბრიდულია, მოიცავს საოფისე და სხვადასხვა ობიექტზე მუშაობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინჟინრო პროექტის ბიუჯეტის, ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა და მართვა, პროექტის მართვის პროგრამის გამოყენებით; (MS Project)
- საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, მოვალეობების გადანაწილება და მონიტორინგი;
- პროექტის ზედამხედველობა;
- მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
- პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
- გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
- დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
- საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროექტის რისკების მართვა;
- ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
- რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, პროექტისთვის საჭირო კადრის მოთხოვნა და შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება;
- საინჟინრო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- პროექტის ფარგლებში ჩასარიცხი თანხების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია პროექტების მართვის ცოდნა და გამოცდილება;
- სასურველია კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამული ცოდნა: სავალდებულოა: MS Office, MS Project; სასურველია: Archicad, Autocad;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
უნარები და თვისებები:
- პროექტული აზროვნება
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი.
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- საბონუსე სისტემა;
- პროფესიული განვითარება;
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე- Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
ინჟინერია
მექანიკოს-ინჟინერი
წარმოება/ოპერაციები
პროექტების მართვა
ნახვები 158
უნიკალური ნახვები 154