02 ოქტ - 16 ოქტ
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერი თანაშემწე
თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის ქ.
- სრული განაკვეთი
- 2500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@agrohub.ge
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის თანაშემწის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 151, ავჭალა
განაკვეთი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათიანი სამუშაო განრიგი.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება;
- გუნდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება, ბუღალტრული გატარებების კონტროლი და კონსულტაციის გაწევა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა, ინფორმაციის შეგროვების ორგანიზება;
- თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობა, საჭირო ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- პროგრამაში „აპექსი“ ახალი ანალიტიკური რეპორტების აწყობა და ძველი რეპორტების კონტროლი;
- აუდიტორების ასისტირება, ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
- მთავარი ბუღალტრის ან ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა (კანდიდატს ჩაუტარდება მარტივი ფორმის ტესტირება);
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა (კანდიდატს ჩაუტარდება მარტივი ფორმის ტესტირება);
- უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის Apex-ის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდში მუშაობის და მართვის უნარი
ანაზღაურება ნეტი 2500+
საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე hr@agrohub.ge 2024 წლის 15 ოქტომბრამდე. გთხოვთ, დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 434
უნიკალური ნახვები 390