02 ოქტ - 01 ნოე
ვიპ
ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: v.chkheidze@oktopus.ge
ტელეფონი: +995 557 58 58 06
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ - ეს არის სივრცე თავისუფალი და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის. მომსახურების ხარისხით მან სწრაფად დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და დღეს ის ლიდერია.
"ოკტოპუს ფიტნეს კლუბის" შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ვებ გვერდს: https://oktopus.ge
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბანკო ტერმინალებზე გადახდების აღრიცხვა მთავარ სალაროში და კონტროლი;
- საბანკო ამონაწერების ყოველდღიური ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე კომპანიისათვის ატვირთული ზედნადებებისა და ფაქტურების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
- სახელფასო/საბონუსე უწყისების ასახვა პროგრამაში და საინფორმაციო დამხმარე ფაილების მომზადება;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე (თანამშრომლის სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით), ბუღალტერიის განყოფილებაში არსებული სხვა დავალებებისა და ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- Microsoft Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- დროის სწორი მენეჯმენტის ფლობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
კომპანია გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ხარისხიან სამუშაო სივრცეს და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფასდაკლებას კვებასა და ოფისიდან ტაქსით მომსახურებაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: v.chkheidze@oktopus.ge ან დაგვირეკეთ +995 557 58 58 06
გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ბუღალტერი .
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ოკტოპუსმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 684
უნიკალური ნახვები 651