შემდეგი
02 ოქტ - 01 ნოე
სტანდარტი
საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
თბილისი, ავლაბარი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@ssu.edu.ge
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიეროთოებების მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და კოორდინირების გაწევა სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე;
- პარტნიორულ კავშირების დამყარება სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან და საავიაციო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან;
- ზრუნვა საგანმანათლებლო ასოციაციებში, ქსელებსა და საავიაციო სფეროში მოღვაწე უფლებამოსილ ორგანიზაციებში უნივერსიტეტისა ან/და მისი ცალკეული ფაკულტეტის გაწევრიანებაზე;
- უცხოურ ორგანიზაციებთან, პროფესიულ ქსელებთან, ასოციაციებთან, ფონდებთან , დიპლომატიურ მისიებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- ხელის შეწყობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართვას საერთაშორისო გაცვლით (მობილობის) პროექტებში;
- ერთობლივი პროგრამების განვითარების მიზნით, ეხმარება ფაკულტეტებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში, თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებასა და ერთობლივი პროექტების განვითარებაში;
- უზრუნველყოფს მობილობის პროექტებთან დაკავშირებული კონკურსების ორგანიზებას და კანდიდატების შერჩევას;
- გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
- უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ;
- საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა და ვიზიტების შესახებ მონაცემების შეგროვება.
- სხვადასხვა დელეგაციების, უმაღლესი საგანმნათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიღება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება.
- უცხოელი აბიტურიენტებისთვის/სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის/გადმოსვლისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება შესაბამის ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა.
- ინსტიტუციური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დასაფინანსებლად ფონდების იდენტიფიცირება და დაფინანსების წყაროების მოძიება;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- კანონი უმაღლესი განათლების შესახებ
- კანონი პროფესიული განათლების შესახებ
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №3 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
- საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისთვის სწავლის უფლების მინიჭების წესი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- ეფექტიანი უკუკავშირის მიცემა
- მოლაპარაკებების წარმართვა
- პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება
- წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება
- საჯაროდ გამოსვლა
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ელ. ფოსტაზე vacancy@ssu.edu.ge გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად;
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
საერთაშორისო ურთიერთობები
ნახვები 124
უნიკალური ნახვები 120