02 ოქტ - 31 ოქტ
სტანდარტი
მარკეტის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 1300
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancyhr@gct.com.ge
შპს "ჯსთ მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას (მარკეტების ქსელში) მარკეტის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა
ანაზღაურება: 1300 ლარი
დაზღვევა საჩუქრად / საპენსიოს სრულად ფარავს კომპანია
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტის სამუშაო პროცესის მართვა
- მარკეტის ვიზუალური იერსახის და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი
- პროდუქციის დახლებზე გადანაწილება და მოწესრიგება
- სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის/ღირებულების ცოდნა
- გაყიდვების თვის/კვარტლის გეგმის შესრულების მონიტორინგი
- თანამშრომლის პერმანენტული ინფორმირება აქციების, ფასთა ცვლილების შესახებ
- აღწერების ჯგუფთან ერთად მარკეტის სასაქონლო ნაშთის/ძირითადების აღწერების შედეგების განხილვა/ანალიზი
- მაღაზიის სალარო ოპერაციების შესრულება/მონიტორინგი
- ცვლის გადაბარების/დახურვის სწორი უზრუნველყოფა
- თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა, ადგილობრივი ტრენინგების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ტრენინგების მოთხოვნის უზრუნველყოფა
- თანამშრომლების შვებულების, შესვენებების გრაფიკების, სამუშაო საათების მონიტორინგი
- სამეურნეო და ჰიგიენური ნივთების შესყიდვა
- ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
- სასურველია რუსულის ან ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური
- შრომისმოყვარე, ენერგიული, პუნქტუალური
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “ჯსთ რითეილის” მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge
თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია აისახება შპს “ჯსთ რითეილის” აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება.
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 49
უნიკალური ნახვები 49