01 ოქტ - 30 ოქტ
სტანდარტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1400
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@servicenetgroup.ge
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექვემდებარება კომპანიის შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსს და ასრულებს მის დავალებებს.
- საქართველოს კანონმდებლობით, ტექნიკური ნორმატივებით და კომპანიის შრომის უსაფრთხოების წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გატარება და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
- სამუშაო სივრცეში/ადგილებზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
- კომპანიის რეგიონულ დანაყოფებში შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული მივლინებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დიპლომი;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტების და ტექნიკური რეგლამენტების ცოდნა;
- MS office პროგრამების ცოდნა;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი ავტომობილის ფლობა (საწვავით უზრუნველყოფა და ავტომობილის ცვეთის ღირებულება);
პირობები:
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9-17 სთ.
ხელფასი: -1400 ლარი ( ხელზე ასაღები);
რეგიონულ ოფისებში მივლინებისას სასტუმროს და კვების ხარჯები;
კორპორატიული ულიმიტო ნომერი (ჯეოსელი).
უნისონის კორპორატოული დაზღვევა (საოჯახო) და სხვა ბენეფიტი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2024 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნახვები 246
უნიკალური ნახვები 232