02 ოქტ - 31 ოქტ
სტანდარტი
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sales@aquasheni.com
კომპანია „აქვაშენი “ აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე:
„აქვაშენი“ არის სწრაფად მზარდი კომპანია წყლის ფილტრაციის სფეროში. ახდენს სახოფაცხოვრებო და ინდუსტრიული წყლის ფილტრების დისტრიბუციას, მონტაჟს და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სოციალურ ქსელებისა და ვებ გვერდისათვის კონტენტის მომზადება და განთავსება.
- სოციალური ქსელებისა და საბეჭდი მასალებისათვის (პროდუქციის კატალოგი, ფლაერი, ტრიპლეტი, ბანერი და ა.შ) დიზაინის მომზადება ბრენდბუქის შესაბამისად;
- სარეკლამო და ბრენდირებული ნივთების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვის მონიტორინგი;
- ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება და მომზადება;
- სარეკლამო კამპანიების გაშვება (FB, Google, LinkedIn);
- ვებ გვერდზე ცვლილებების შეტანა, გვერდების დამატება, პროდუქციის განთავსება, ბლოგების განთავსება და ა.შ;
- ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- კომპანიის საიმიჯო კამპანიების ინიცირება და განხორციელება;
- გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;
ძირითადი მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Meta Ads Manager, Google Ad Manager ცოდნა;
- SEO - პრინციპების ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
- MS Office, Adobe Photoshop, Canva, Premier pro (ან ნებისმიერი სხვა ვიდეო ედიტორი) პროგრამების ფლობა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ვიდეოების მონტაჟი ( ვიდეოს ქრონომონეტრაჟი 0:30 წმ -დან 2:00 წთ-მდე)
- სასურველია wordpress და woocommerce საშუალო დონეზე ცოდნა.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ანალიტიკის და ფაქტების სწორად შეფასების უნარი;
- ორგანიზების, დაგეგმვის და აღსრულების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას 5დ
- სამუშაო საათები: 10 :00 -დან 18:00 -საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 – 1500 ₾ ბონუსური სისტემით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველი დღიდან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: sales@aquasheni.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 277
უნიკალური ნახვები 272