30 სექ - 29 ოქტ
სტანდარტი
მორიგე რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.

სამუშაოს მოკლე აღწერა:
  • სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;
  • სადაზღვევო კომპანიისთვის შეტყობინების გადაცემა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • ჯანმრთელობის ცნობის რეგისტრაცია/აღრიცხვა;
  • სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
  • პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;
  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილებიან სტუდენტებიც;
  • პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);
  • სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;

სხვა უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეების ათვისების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს. შესაძლებელია დასაქმება ნახევარ განაკვეთზე (4 მორიგეობა თვეში);
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2024 წლის 01 ნოემბრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 113
უნიკალური ნახვები 102