დღეს - 29 ოქტ
სტანდარტი
გენერალური დირექტორის თანაშემწე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და ,,KTW ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.
KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას „გენერალური დირექტორის თანაშემწის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები
- გენერალური დირექტორის სხვადასხვა სახის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაგზავნა;
- დირექტორის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
- ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის (წერილები) აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციიდან გამავალი კორესპონდენციის (წერილები) ვიზირების პროცესის კონტროლი, აღრიცხვა და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
- მიღება-ჩაბარების აქტების ვიზირების პროცესის კონტროლი და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
- დირექტორთან შესული დოკუმენტების ვიზირებასთან შესაბამისობის შემოწმება (წერილები, ბრძანებები, ხელშეკრულებები და ა.შ) და ხელმოწერის შემდეგ დანიშნულებისამებრ გადაგზავნა (შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება);
- დირექტორის დავალებით დოკუმენტაციის თარგმნა სხვადასხვა ენაზე;
- ორგანიზაციაში ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მონიტორინგი;
- ორგანიზაციის დირექტორის უშუალო დავალებების შესრულება;
- კომპანიის სტუმრებისთვის ავ.ბილეთების შეძენის ორგანიზება;
- კომპანიის სტუმრებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ორგანიზება;
- კომპანიის სტუმრებისთვის ტრანსფერის ორგანიზება;
- ორგანიზაციის სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის სამსახურებში გადამისამართება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის ასისტენტის, ოფის მენეჯერის, ან ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე;
- ბაკალავრის ხარისხი;
- MS Office -ის ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 ოქტომბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,გენერალური დირექტორის თანაშემწე“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 410
უნიკალური ნახვები 397