- სრული განაკვეთი
- 1000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც
მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშო ადგილი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: დღეში 7 სთ, 11:00 – 19:00
დასვენება: შაბათი და კვირა
ანაზღაურება: 1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
მოვალეობები:
- პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა;
- კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დასტიკერება;
- შემოსული პროდუქციის (ყუთების) მანქანიდან ჩამოტვირთვა და დასაწყობება.
მოთხოვნები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge . გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „საწყობის თანამშრომელი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.