საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოს პროექტების დაფინანსებაზე

თარიღები: 09 ოქტ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: grants@tree.ge
ტელეფონი: 0322444493
ტენდერი/კონკურსი:  კონკურსი ტენდერი

 „საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხის“ რიგით მეხუთე  საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება გრძელდება!

 

სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, ღია საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტები დაფინანსდება.

 

საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით, სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა.

თუ გსურთ არსებული სოციალური საკითხების მოგვარება და ამასთანავე გაქვთ იდეა, როგორ მიაღწიოთ მიზანს, შეადგინეთ პროექტი, მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მიიღეთ მაქსიმუმ 50 000 ლარამდე დაფინანსება თქვენი პროექტის განსახორციელებლად.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელსაც აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური. სოციალური საწარმოს პროექტი უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ, უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.

 

იხილეთ კონკურსში მონაწილეობის პირობები

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო 10 აგვისტოს.
საკონკურსო პროექტის მიღება დასრულდება 2018 წლის  26 ოქტომბერს,  18:00 სთ-ზე.

საპროექტო განაცხადებთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულმა ჯგუფმა შეკითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელფოსტაზე –  grants@tree.ge    ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე – 032 2 444 493

გასულ წლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმო პროექტი დაფინანსდა. საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი  2018 წლის ბოლომდე ამოქმედდება. სოციალური საწარმოები მდებარეობს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში : ბათუმში, კასპში, თბილისში, ლაგოდეხში, ნუკრიანში, გარიყულაში, საგურამოში, წნორსა და ლაგოდეხში. 


გისურვებთ წარმატებას!

გმადლობთ, რომ ზრუნავთ!

მსგავსი განცხადებები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი


05 ოქტ - 03 ნოემ

კონკურსი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ცენტრალური შესასვლელისა და სკვერის დიზაინზე

ჯორჯიან მანგანეზი


27 სექ - 20 ოქტ

საგრანტო კონკურსი

USAID/G-HIP პროექტი


20 სექ - 19 ოქტ

საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში

GIZ


17 ოქტ - 15 ნოემ

სერვერის ოპერატიული მეხსიერების შესყიდვაზე

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


20 სექ - 19 ოქტ

ტენდერი გათბობა – გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობის თაობაზე მარნეულში

ავერსის კლინიკა


12 ოქტ - 22 ოქტ

ტენდერი ვებ-გვერდის შექმნაზე

გრინვეი საქართველო


21 სექ - 20 ოქტ