30 სექ - 29 ოქტ
სტანდარტი
ცენტრალური სამართავი პულტის (CCR) ის ოპერატორი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cement.ge
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს სტაჟრებას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ცენტრალური სამართავი პულტის (CCR) ის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #70
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არა უმეტეს 40 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 3
ძირითადი მოვალეობები:
- აგრეგატების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში ჩართულობა;
- ნედლეულის ფქვილის და კლინკერის ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიღება.
- ღუმელში და წინაგამახურებელში მიმდინარე წვის პროცესის კონტროლში ჩართულობა.
- მუშა აგრეგატების უსაფრთხოდ მუშაობის კონტროლში ჩართულობა და დაზიანების დროული შეტყობინება;
- ცვლის ბოლოს ნამუშევარი მონაცემების შეგროვება - რეპორტების წარმოებაში ჩართულობა;
- დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება და თეორიული სასწავლო მასალის საფუძვლიანად შესწავლა;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- კომპიუტერის საბაზისო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრ.საბაზისო დონეზე ფლობა;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე;
- ორგანიზებული;
არსებული ბენეფიტები:
- კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
- ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე, რუსთავის მასშტაბით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ცენტრალური სამართავი პულტის (CCR) ის ოპერატორი (რუსთავი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
სამშენებლო, უძრავი ქონება
ქვა/ბეტონი
ნახვები 71
უნიკალური ნახვები 68