30 სექ - 29 ოქტ
სტანდარტი
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Jobs@admixer.ge
,,ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია“ პროგრამატიკული ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიაა რეგიონში, რომელიც სარეკლამო პროდუქტების ეკოსისტემას წარმოადგენს და ინტერაქტიული სარეკლამო ბაზრის მოთამაშეებს აერთიანებს.
,,ედმიქსერი“ გუგლის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მედიასა და ბრენდებს ბიზნესისა და ინდუსტრიის სტანდარტების განვითარებაში და მიზნად ვისახავთ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, შექმნისა და გამართვის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას.
შპს ,,ედმიქსერ ედვერთაიზინგ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი.(ბიზნეს ცენტრი ,,ავენიუ“)
ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი(NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა;
- შემოსავლების რეპორტის მომზადებაში მონაწილეობა;
- კომპანიის დებიტორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- კლიენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფინანსური ნაწილის შემოწმება;
- სხვადასხვა ფინანსური რეპორტის ყოველთვიური განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებისა ან ეკონომიკის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Jobs@admixer.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
ნახვები 111
უნიკალური ნახვები 108