30 სექ - 29 ოქტ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ნაძალადევი, ც.დადიანის ქ. (ნაძალადევი)
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: contact@insperon.ge
კომპანია ‘’ინსპერონი’’ სთავაზობს ბიზნეს გადაწყვეტილებებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და გუნდის წევრებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქციისა და ტექნოლოგიური სერვისების მიწოდებით.
"ინსპერონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. #7
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის უნარების/გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული / ბონუსური სისტემით.
თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
"ინსპერონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. #7
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის უნარების/გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული / ბონუსური სისტემით.
თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს:
- სასიამოვნო, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს და დამატებით ბენეფიტებს (ტრენინგი, მივლინება, დაზღვევა..)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაცია (სატელეფონო/ E-mail/ პირდაპირი);
- ორგანიზაციაში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და განახლებული პროდუქციის შესახებ დეტალების გაცნობა;
- მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის, ტექნიკური მახასიათებლებისა და პროდუქტის საგარანტიო პირობების შესახებ, მათთვის შერჩეული პროდუქციის მომზადება;
- მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, პროდუქციასთან დაკავშირებული წინადადების მომზადება/გადაგზავნა,
- შოურუმში განთავსებული პროდუქციის კონტროლი და მოწესრიგება;
- საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
- შეხვედრებსა და გეგმურ თათბირებზე დასწრება და პერიოდულად შესრულებული სამუშაოს შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ( IT/ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; )
- გაყიდვის ტექნიკებისა და უნარების ფლობა;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა, რუსული (სასურველია);
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული წინადადებების შექმნისა და წარდგენის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@insperon.ge და გთხოვთ, დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ‘’გაყიდვების მენეჯერი’’.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს: https://www.facebook.com/insperoni/; https://insperon.ge/ka .
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს და შეინახოს შპს ‘’ინსპერონის’’ მონაცემთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
‘’ინსპერონი’’ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 97
უნიკალური ნახვები 98