28 სექ - 28 ოქტ
სტანდარტი
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამშენებლო პროექტების მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2024

სამუშაოს ზოგადი აღწერა და მოთხოვნები:
სამშენებლო პროექტის მენეჯერი ზედამხედველობას უწევს ფართომასშტაბიან სამშენებლო პროექტებს დაწყებიდან დასრულებამდე. როლი მოითხოვს განსაკუთრებული ლიდერობის, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარებს, რათა უზრუნველყოს პროექტების დასრულება დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით. კანდიდატს უნდა ქონდეს გამოცდილება სამშენებლო მენეჯმენტში, ინდუსტრიის პრაქტიკის ფართო ცოდნა და გუნდების ხელმძღვანელობის უნარი.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
პროექტის დაგეგმვა:
ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტის გეგმების შემუშავება, მათ შორის პროექტის მოცულობის, ვადების, ბიუჯეტის და რესურსების განაწილება.
თანამშრომლობა პროექტში მონაწილე და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა განისაზღვროს პროექტის მიზნები და შედეგები.

გუნდის ხელმძღვანელობა:
სამშენებლო პროექტის გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორები, ინჟინრები და სხვა ობიექტზე დასაქმებული პირები.
პოზიტიური და გუნდური გარემოს ხელშეწყობა, თანამშრომლების წახალისება, მოტივაციის მიცემა და ეფექტური კომუნიკაცია.

ბიუჯეტის მართვა: პროექტის ბიუჯეტის მომზადება და მართვა; ხარჯების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება.

განრიგი: პროექტის ვადების გაწერა და ეტაპობრივი შესრულების უზრუნველყოფა.
პოტენციური შეფერხებების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
ხარისხის კონტროლი: სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისობა ინდუსტრიის სტანდარტებთან, უსაფრთხოების წესებთან და ხარისხის მოთხოვნებთან.
სამშენებლო ობიექტის რეგულარული ინსპექტირება და აუდიტი პროგრესისა და შესაბამისობის მონიტორინგისთვის.

რისკების მართვა:პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და შერბილების სტრატეგიების შემუშავება.
შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანა პროექტის ვადებისა და ბიუჯეტის დაცვის უზრუნველსაყოფად.
დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა:სამშენებლო პროექტების მენეჯერი არის ძირითადი საკონტაქტო პირი კლიენტების, არქიტექტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
პასუხისმგებელია, რეგულარულად მიაწოდოს განახლებები პროექტის სტატუსის შესახებ, მათ შორის პროგრესის, გამოწვევების და გადაწყვეტილებების თაობაზე.

დოკუმენტაცია:უზრუნველყოს საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის კონტრაქტები, ცვლილებების შეკვეთები და ანგარიშები, აკურატული შენახვა.
უზრუნველყოს ყველა საკანონმდებლო და მარეგულირებელ მოთხოვნასთან შესაბამისობა.

კვალიფიკაცია:
განათლება: ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი სამშენებლო მენეჯმენტში, სამოქალაქო ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
გამოცდილება:სამშენებლო მენეჯმენტში მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, სასურველია, ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებზე.
პროექტების წარმატებით მართვის დადასტურებული გამოცდილება პროექტის დასაწყისიდან დასრულებამდე.
სერთიფიკატები:სასურველია PMP (პროექტის მენეჯმენტის პროფესიონალი) ან ექვივალენტური სერტიფიკატი.
OSHA სერთიფიკატი და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარები:
  • ძლიერი ლიდერობის და ინტერპერსონალური უნარები.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
  • პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგ., MS Project, Primavera) ცოდნა.
  • ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:

ikconsultinggeo@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

წარმატებას გისურვებთ!
სამშენებლო, უძრავი ქონება
სამშენებლო პროექტების მართვა
ნახვები 179
უნიკალური ნახვები 166