30 სექ - 29 ოქტ
სტანდარტი
მძღოლი
თბილისი, ისანი
  • სრული განაკვეთი
  • 1100
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • მართვის მოწმობაC
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
კომპანია „22 გრადუსი“ 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, როგორც გათბობა-წყალგაყვანილობის პროდუქციის რეალიზატორი და მოკლე პერიოდში შეძლო ბაზარზე დაემკვიდრებინა თავი, როგორც მაღალხარისხიანი, ენერგოეფექტური პროდუქციის რეალიზატორმა. კომპანიის პარტნიორები არიან დიდი და ავტორიტეტული ბრენდები: Vaillant Group International GmbH, Kermi GmbH, George Fischer Hakan Plastic, I.V.A.R. S.p.A. და ა.შ.

ამჟამად კომპანია „22 გრადუსი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მძღოლი.

ძირითადი მოვალეობები
  • ტვირთის გადაზიდვა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
  • ავტომანქანის გამართულ-ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები
  • სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • მართვის მოწმობა (C კატეგორია);

სასურველი უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლიანი;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური;

დამატებითი ინფორმაცია
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • გრაფიკი: 6 დღიანი სამუშაო კვირა (8 საათიანი სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება: 1100 ლარი

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: salome.mikaberidze@22.ge არაუგვიანეს 2024 წლის 20 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ „მძღოლი“.
ავტო-მოტო სერვისი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
ნახვები 203
უნიკალური ნახვები 199