27 სექ - 27 ოქტ
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mifasitoday@gmail.com
კომპანია „მიფასი“ 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. „მიფასის“ სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.
კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის მასშტაბური პროექტები:
- სამების საკათედრო ტაძარი;
- დინამო არენა;
- სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფი“;
- თბილისის ოლიმპიური სასახლე;
- ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
- ქუთაისის ოლიმპიური აუზი.
- აღნიშნულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს საერთაშორისო სტანდარტები.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს, ჩვენი მიმართულების, სხვადასხვა ტიპის პროექტებზე.
მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
- პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
- გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com-ზე. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 210
უნიკალური ნახვები 209