26 სექ - 26 ოქტ
ვიპ CV
სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში (პირადი ავტომობილით)
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება- ფიქსირებული +საწვავი+ ავტომობილის ცვეთა
ფუნქცია-მოვალეობები:
- შესაბამის სავაჭრო ქსელში, კერძოდ სილამაზის სალონებსა და ესთეტიურ ინდუსტრიაში არსებულ ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა
- სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
- შეკვეთების მიღება და გაფორმება
- სავაჭრო ობიექტების დაკვალიანებება, მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა
- მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
- მარკეტინგული აქტივობების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები:
- საკუთარი მსუბუქი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია
- რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ?
- საწვავი
- ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვის შემდეგ)
- ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება ( 6 თვის შემდეგ)
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
- უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
- კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული
- ენერგიული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- მიზანდასახული
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,,სავაჭრო წარმომადგენელი სილამაზის ინდუსტრიაში პირადი ავტომობილით“
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გაყიდვები
სავაჭრო წარმომადგენელი
ნახვები 1566
უნიკალური ნახვები 1476
გაგზავნილი CV-ები 18