08 ოქტ - 26 ოქტ
სტანდარტი
ოპერატორი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: bmukbaniani@sharm.ge
"შარმ ტრეიდინგი" ეს არის უდიდესი, ჰოლდინგური ტიპის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. დღეის მდგომარეობით "შარმ ტრეიდინგი" მსხვილი პარტნიორების პორტფელების ქვეშ ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში. კომპანიის პორტფელი ექსკლუზიურად მოიცავს ისეთ ბრენდებსა და კორპორაციებს, როგორიც არის: Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას,
ადგილმდებარეობა: ქუთაისი , 9 აპრილის ქუჩა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9 საათიდან 18:00 საათამდე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
- შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
- ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- Microsoft Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა
- სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ?
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
- კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. bmukbaniani@sharm.ge
სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას
ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი
ნახვები 794
უნიკალური ნახვები 750