08 ოქტ - 26 ოქტ
სტანდარტი
კონტროლის სპეციალისტი
თბილისი, სანზონა, ქსნის ქ.
- სრული განაკვეთი
- 1000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@sharmtrading.ge
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: - კონტროლის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი ქსნის ქუჩა №36.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება : 1000 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება : 1000 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობო ნაშთების კონტროლი (აღწერები);
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- პრობლემური ვალებისა და სავაჭრო ობიექტების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- სავაჭრო წარმომადგენლების დებიტორული დავალიანების ანალიზი;
- ხელშეკრულებების კონტროლი კონტრაგენტებთან;
- რისკების დადგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური ან იურიდიული მიმართულებით);
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
- მივლინებებისთვის მზაობა;
რას გთავაზობთ
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- სიცოცხლის დაზღვევას;
- საწვავის ხარჯის ანაზღაურებას;
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
- უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე vacancy@sharmtrading.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიცის დასახელება ,,კონტროლის სპეციალისტი-ოფისი”
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 353
უნიკალური ნახვები 348