08 ოქტ - 26 ოქტ
სტანდარტი
ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@sharmtrading.ge
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით ,,Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.''
შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი- პარასკევი 09:00სთ-18:00სთ
ანაზღაურება - 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა
- მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი ასევე ზეპირსიტყვიერი ფორმით)
- შეკვეთების მომზადება კომპანიის პროცედურების შესაბამისად
- კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის ანალიზი,
- ანალიზის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტების ფორმით
- სხვადასხვა სახის რეპორტინგი
- პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შემდგომ მათი შესრულების მონიტორინგი
- ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება საჭიროების შემთხვევაში
- საწყობში არსებული სარეკლამო მასალების კონტროლი, მერჩენდაიზერებში მასალის განაწილების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებისა და/ან ეკონომიკის დარგში)
- Microsoft Excel-ის ხო ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა,
- აუცილებელია ინგლისური და სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, (ვინაიდან კანდიდატი მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო მომწოდებლებთანაც)
- გუნდური მუშაობის უნარი
- შედეგზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლიანი
- პუნქტუალური
- განვითარებაზე ორიენტირებული
რას გთავაზობთ?
- ჯანმრთელობის დაზღვევას (6 თვის შემდეგ)
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს,
- უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბრენდ მენეჯერის ასისტენტი-ოფისი“
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
ნახვები 714
უნიკალური ნახვები 680