08 ოქტ - 26 ოქტ
სტანდარტი
ამგროვებელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1800
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@sharmtrading.ge
ტელეფონი: +995 598 20 38 02
შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ,,ამგროვებლის (picker)“ პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი -დიღომი ანდრონიკაშვილის
სამუშაო დრო: სრული/ ნახევარი/ - I ცვლა 09:00-18:00 II ცვლა 16:00-00:00
ანაზღაურება- ფიქსირებული + ბონუსი (ჯამში 1000-1800 ლარამდე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის აგროვება შემოსული/დაგეგმილი შეკვეთის მიხედვით;
- აგროვებული პროდუქციის განთავსება წინასწარ განსაზღვრულ შემოწმების ადგილზე
- შეკვეთების აგროვება სუპერვაიზერის მიერ მითითებული ინსტრუქციით
- სამუშაო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
- წინასწარ განსაზღვრული ასაგროვებელი ზონების მოწესრიგება.
დამატებითი უნარები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. vacancy@sharmtrading.ge გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ამგროვებელი- საწყობი“ ან დაგვიკავშირდით +995 598 20 38 02
სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 478
უნიკალური ნახვები 460