26 სექ - 25 ოქტ
ვიპ
დისტრიბუტორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@trd.ge
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისტრიბუტორი (თბილისი)
ძირითადი მოვალეობები:
- მოიძიოს ახალი ობიექტები, აწარმოოს მათთან მოლაპარაკება, ააწყოს ოპტიმალური ქსელი და მუდმივად იმუშაოს მის გაფართოებაზე;
- შეასრულოს დადგენილი რუტი სრულად და ჯეროვნად [აღნიშნული განსაზღვრულია რუტკონტროლის მიხედვით];
- მუდმივად აკონტროლოს ქსელში არსებული პროდუქციის მარაგები და ვადები და დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეტალური ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს, იმ პროდუქციის შესახებ, რომლის ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 1 თვემდეა დარჩენილი;
- აკონტროლოს და უზრუნველყოს ქსელში სრული ასორტიმენტის არსებობა;
- სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს მიაწოდოს სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაცია და აკონტროლოს მათი შესრულება;
- უზრუნველყოს პროდუქციის სწორი განლაგება ხილვადობის გაუმჯობესების და გაყიდვების გაზრდის მიზნით, მათ შორის, განათავსოს პროდუქცია სავაჭრო ობიექტების ვიზიტორების / მომხმარებლების / მყიდველებისთვის თვალსაჩინო ადგილას და დაიცვას მერჩენდაიზინგის სტანდარტები;
- შეასრულოს ქსელში დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები; მუდმივად აკონტროლოს ასეთი მარკეტინგული აქტივობები; და წარმოუდგინოს რეპორტი უშუალო ხელმძღვანელს, ასეთი მარკეტინგული აქტივობების შესახებ;
მოთხოვნები:
- განიხილება კანდიდატი მინ. 1 წლიანი გამოცდილებით ანალოგიურ პოზიციაზე.
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებისადმი და შედეგზე ორიენტირებული;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:00 სთ - 16 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის ქ. 2
- პროდუქტი: სიგარეტი
- კონკურენტული ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი
პიროვნული უნარები:
- დისციპლინირებულობა,
- პუნქტუალობა,
- კომუნიკაბელური,
- სტაბილური, პუნქტუალური.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სს „თ&რ დისტრიბუშენ“ („ბრითიშ ამერიქენ თობაქო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც 2006 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
დისტრიბუცია
ნახვები 343
უნიკალური ნახვები 329