25 სექ - 24 ოქტ
ვიპ
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@reneco.ge
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვის პროცესის წარმართვა კომპანიის მიზნების, სტრატეგიის და შიდა შესყიდვების პროცედურის შესაბამისად;
- ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით;
- შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
- გაყიდვების გეგმის საფუძველზე, თითოეული სარეალიზაციო პროდუქტის მინიმალური-მაქსიმალური ნაშთის განსაზღვრა და მარაგების ოპტიმალური დაგეგმარების უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მიწოდების პროცესის ორგანიზება, პროდუქციის დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების ციკლის უზრუნველყოფა;
- კომპანიის ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქციის მომწოდებელთან დაბრუნების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
- მომწოდებლებთან დებიტორულ/კრედიტორული ვალდებულებებისა და გადახდის ვადების კონტროლი;
- საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა და პროცედურების კონტროლი;
- სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება არსებული ასორტიმენტის რეალიზაციის, ბაზრის ტენდენციების საფუძველზე;
- მომწოდებელთა ბაზის წარმოება, განახლება და განვითარება;
- დაქვემდებარებული გუნდის წევრების სამუშაოს ორგანიზება და მართვა;
- შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება FMCG სექტორში;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით EXCEL-ის კარგად ცოდნა;
- სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
- სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 513
უნიკალური ნახვები 498