25 სექ - 24 ოქტ
ვიპ
ავტო სესხების რისკების ოფიცერი / სტაჟირება
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით.
- ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება.
- ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
- მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
- სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება.
- ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
- ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
- ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად.
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი;
სტაჟირება: 1-2 თვე;
ანაზღაურება: სტაჟირების დროს 200 ლარი, რის შემდეგაც ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ჯანმრთელობის დაზღვევა და წლიური ბონუსი);
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი - სტაჟიორი“.
საბანკო
სტაჟიორი (საბანკო)
ნახვები 276
უნიკალური ნახვები 274
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში