25 სექ - 25 ოქტ
სტანდარტი
საკრედიტო ექსპერტი / გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
რუსთავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@LEASING-EXPERT.PRO
ლიზინგ ექსპერტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის / გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ რუსთავსა და თბილისის ფილიალებში
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პირდაპირი და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან
- ავტომობილის შეფასებისთვის საჭირო მოქმედებები (დასურათება, საბაზრო ღირებულების დადგენა...)
- სალიზინგო და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა სხვა სტანდარტული მოქმედებების სრულყოფილად წარმოება
- სალიზინგო პორტფელის მართვა
ჩვენ ვეძებთ: პუნქტუალურ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება წარმატებული გუნდის წევრი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების (მ.შ. EXCELL) ცოდნა
- წარმატებული/დამარწმუნებელი საუბრის უნარი
სამუშაო სტაჟი: ჩვენ ვითვალისწინებთ კანდიდატებს გამოცდილების გარეშე, თუმცა საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ასევე პრიორიტეტულია აღნიშნულ ქალაქში ან ახლოს მაცხოვრები კანდიდატი.
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოზიციას, სწრაფად მზარდ კომპანიაში. ხელფასი ფიქსირებული + საბონუსე სისტემა + ულიმიტო სასაუბრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@LEASING-EXPERT.PRO
და საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საკერდიტო ექსპერტი/გაყიდვების მენეჯერი
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ინფორმაცია უტყუარია და შესაძლებელია კომპანიამ გამოიყენოს ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე განხილვისთვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
საბანკო
საკრედიტო მენეჯერი
ნახვები 209
უნიკალური ნახვები 192