მაღაზიის კონსულტანტი

თარიღები: 08 ოქტ - 15 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: jobs@ee.ge
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების კონსულტანტი

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

 

დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი”

პოზიციის დასახელება:  მაღაზიის კონსულტანტი

ადგილმდებარეობა: თბილისი

დასაქმების ტიპი:  სრული განაკვეთი - დროებითი

ანაზღაურება: 250 ლარი + გაყიდვებიდან საკომისიო

შერჩევის ფორმა: გასაუბრება,  ტესტირება

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის  მოწესრიგებულად განაწილება
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება
  • ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონეზე)

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფულობა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

 

მსგავსი განცხადებები
Apple - ის პროდუქციის მენეჯერი

ფინლექს გრუპი


25 სექ - 24 ოქტ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


15 ოქტ - 13 ნოემ

Продавец В Аджарии

MAXIMUS


10 ოქტ - 08 ნოემ

აგრო კონსულტანტი მემცენარეობაში

Traktor Technologies


09 ოქტ - 07 ნოემ

ბრენდ ამბასადორი/კონსულტანტი

HRRA


02 ოქტ - 16 ოქტ

გამყიდველი

ოჯახური


06 ოქტ - 04 ნოემ

გამყიდველი

შატო და კომპანია


10 ოქტ - 08 ნოემ