26 სექ - 24 ოქტ
სტანდარტი
იურისტი
რუსთავი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cs.ge
შპს Construction service აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი/რუსთავი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე;
- რუსული ენის კარგად ცოდნა;
- საპროცესო წარმომადგენლობის გამოცდილება ;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფაში ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მემორანდუმების, საპროცესო დოკუმენტების, სამართლებრივი შინაარსის წერილების, დირექტორის ბრძანებების, სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების შედგენა/მომზადება/ანალიზი;
- კომპანიის საქმიანობის იურიდიული რისკების და პრევენციული ზომების განსაზღვრაში მონაწილოების მიღება და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის მენეჯმენტის, თანამშრომლების და/ან სხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის საფუძველზე;
- სამართლებრივი დოკუმენტაციისა და კორესპოდენციის სისტემატიზაცია და აღრიცხვა;
- სასამართლო/საარბიტრაჟო დავისთვის, ანდა ადმინისტრაციული წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო ბიუროებში და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა; მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
- კომპანიის შრომითი პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად.
- მიმდინარე და არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიის ინფორმირება და შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
იურიდიული
იურისტი
ნახვები 318
უნიკალური ნახვები 316