25 სექ - 25 ოქტ
ვიპ
ბრენდ მენეჯერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ნატახტარი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@barambo.ge
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
„ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები
- ახალი პროდუქტების შექმნა და არსებულის განვითარება
- ბრენდინგის პორცესში მონაწილეობა, სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
- პროდუქტზე მუშაობის ფარგლებში სტეიკჰოლდერების იდენტიფიცირება და მათი კოლაბორაცია
- პროდუქტების სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
- გაყიდვების რეპორტების ანალიზი;
- კომერციულ განყოფილებასთან კოორდინირებული მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
- ბაზრის კონკურენტული კვლევა პროდუქტების მიხედვით
- სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა; პროდუქტების წარდგენა და მოლაპარაკებაშ ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
- უმაღლესი - მარკეტინგის მიმართულებით;
- ტრენინგები ბრენდინგის/ბრენდმენეჯმენტის კუთხით;
- ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია სრულყოფილად);
- კომპიუტერული პროგრამები: Microsoft office პროგრამები, Google Analytics, Power BI
- პროფესიული გამოცდილება:მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საწარმოო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
სამუშაო უნარები:
- კომუნიკალურობა;
- კრეატიულობა;
- დინამიურობა და ინიციატივიანობა;
- პროექტების მართვის უნარი
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების უნარი;
- სტრატეგიული აზროვნების უნარი;
დამატებითი მოთხოვნები
- სასურველია მართვის მოწმობისა და ავტომობილის ყოლა.
- სამუშაო ადგილი - სოფ.ნატახტარი
- ანგარიშვალდებულება-ანგარიშვალდებულია მარკეტინგის დირექტორის წინაშე.
თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
ნახვები 709
უნიკალური ნახვები 687