10 ოქტ - 24 ოქტ
სტანდარტი
უფროსი Java დეველოპერი
თბილისი
- მოქნილი გრაფიკი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vakansia@magticom.ge
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი Java დეველოპერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი სისტემების არქიტექტურის შემუშავებაში მონაწილეობა
- ბიზნეს ანალიტიკოსებთან ერთად პროექტების დაგეგმვა/შეფასებაში მონაწილეობა
- ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
- მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება J2EE ტექნოლოგიებში
- აპლიკაციების სერვერებთან მუშაობის გამოცდილება (JBoss AS, Tomcat)
- Java ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა : Spring, Spring Boot, Spring Security, Hibernate, Spring MVC, JPA, REST, SOAP, JNDI
- მონაცემთა რელაციურ ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- Git-თან მუშაობის გამოცდილება
- GWT (Google Web Toolkit) გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმების საფუძვლიანი ცოდნა.
- სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა. სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Driven Design (DDD). Test Driven Development (TTD)
- Unit ტესტების ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.
სასურველია:
- Messaging სისტემებთან Kafka, Tibco Rendezvous, Active MQ, Rabbit MQ მუშაობის გამოცდილება და ცოდნა.
- კომპიუტერული ქსელის ფუნდამენტური პრინციპების (ტექნოლოგიების, პროტოკოლების) ცოდნა.
- CI / CD გარემოში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
- მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
- კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
- დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
- რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- მუშაობის მოქნილი გრაფიკი
- მაღალი ანაზღაურება
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უფროსი Java დეველოპერი.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამისტი/დეველოპერი
ნახვები 246
უნიკალური ნახვები 245