შემდეგი
24 სექ - 23 ოქტ
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 3500
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.mwlab@gmail.com
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
“მედიქალ ვორლდი” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი , ესმა ონიანის 32.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 );
ანაზღაურება : საორიენტაციო ხელფასი ბონუსებით: 1000-3500 ლარი
სამუშაოს აღწერა:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
- გაყიდვების სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა, მათთან მოლაპარაკების წარმოება და შეთავაზებების გაკეთება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის შეკვეთებთან დაკავშირებით;
- მერჩენდაიზინგი და თაროზე განთავსება - მაღაზიებში პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განთავსება, სარეკლამო სტენდების დადგმა და მარაგების მართვა.
- გაყიდვების ეფექტურობის მონიტორინგი, ბაზრის ტენდენციების ანალიზი და გაუმჯობესების ან ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და მათი გაყიდვების ანალიზი;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ;
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- მართვის მოწმობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალური;
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული;
- მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი.
კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება
ჩვენთან დაგხვდებათ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
- ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ბენეფიტები:
- ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mworld.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 280
უნიკალური ნახვები 277