მობილური ბეტონტუმბოს ოპერატორი

თარიღები: 08 ოქტ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
მართვის მოწმობა: C
ელ. ფოსტა: vacancy_rmc@heidelbergcement.ge
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

 

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 11 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

 

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ბეტონის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას მობილური ბეტონტუმბოს ოპერატორის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბეტონტუმბოს ტრანსპორტირება ქარხნიდან მშენებარე ობიექტზე და ობიექტიდან ქარხანაში;
  • მშენებარე ობიექტზე ტუმბოს გამართვა;
  • მილსადენის აწყობა/გამართვა;
  • მიწოდებული ბეტონის გადატუმბვა;
  • ყოველი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ბეტონტუმბოს გარეცხვა და შეპოხვა;
  • ბეტონოტუმბოს ტექნიკურად გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  • ავტომანქანის მცირე მექანიკური სამუშაოების ჩატარება კომპეტენციის ფარგლებში (რემონტი);
  • ბეტონოტუმბოს მწყობრიდან გამოსვლის ან სერიოზული დაზიანების შემთხვევაში დროულად შეატყობინოს სატრანსპორტო საშუალებების მენეჯერს და/ან ქარხნის მენეჯერს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მობილური ბეტონტუმბოს ოპერატორად;
  • მართვის მოწმობის კატეგორია C;
  • მცირე მექანიკური სამუშაოების შესრულების გამოცდილება/ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირება, პუნქტუალობა;
  • მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy_rmc@heidelbergcement.ge  არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა, 2018. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მობილური ბეტონტუმბოს ოპერატორი.

მსგავსი განცხადებები
2D გრაფიკული დიზაინერი

არქი ჯგუფი


05 ოქტ - 31 ოქტ

CNC ოპერატორი

ოცნება


24 სექ - 23 ოქტ

Construction Project Manager

პრაიმ ბეტონი


17 ოქტ - 15 ნოემ

Land Surveyor In West Georgia

HH Recruitment


17 ოქტ - 25 ოქტ

ანაზღაურებადი სტაჟირება მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით

m2 უძრავი ქონება


13 ოქტ - 22 ოქტ

არქიტექტორი

თელასი


16 ოქტ - 26 ოქტ

გუნდის ლიდერის მოადგილე/გზების ინჟინერი/გვირაბების  ინჟინერი

ლიდერ +


08 ოქტ - 19 ოქტ