თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: hr@benefits.ge
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო) დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“  აცხადებს სტაჟირებას  სამედიცინო მიმართულებით.

 

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდებს რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და საინტერესო, მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება სადაზღვევო სფეროში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • MS Office პროგრამების  ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • გამართული მეტყველება;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • მიზანდასახულობა;

 

თუ კი აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;

 

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საიტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშორლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 8 ნოემბრისა აღნიშნულ ელ. მისამართზე:   hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სტაჟირება სამედიცინო მიმართულებით), წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!  

მსგავსი განცხადებები
Paramedics / Drs

IMSS


15 ოქტ - 13 ნოემ

Project Manager

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 ოქტ - 29 ოქტ

SME გაყიდვების მენეჯერი

თიბისი დაზღვევა


29 სექ - 28 ოქტ

ადმინისტრატორი

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი


12 ოქტ - 10 ნოემ

ავტო ზარალების მართვის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


12 ოქტ - 21 ოქტ

ავტო ზარალების მომსახურების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 ოქტ - 29 ოქტ

ავტოზარალების სერვისის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


15 ოქტ - 31 ოქტ