23 სექ - 22 ოქტ
სტანდარტი
ბუღალტერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
კომპანია „სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაწეული სერვისების ფაქტურების გამოწერა და პროგრამაში აღრიცხვა;
- კომპანიის დაუდასტურებელი (მოსალოდნელი) ხარჯების აღრიცხვა და მათი დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ტრანზაქციების განხორციელება;
- წინასწარ გაწეული ხარჯების დაიდენტიფიცირება და აღრიცხვა;
- ბანკის ტრანზაქციების აღრიცხვა;
- ინვენტარიზაციის შედეგები: შედარება და სხვაობების ასახვა პროგრამაში;
- სხვადასხვა ყოველდღიური დავალებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია: Exact Globe);
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, Outlook)
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ახალ გარემოსთან ადვილად შეგუების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება, ხარისხი და სიზუსტე.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 23 ოქტომბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 278
უნიკალური ნახვები 273