- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას აეროპორტის ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება : 1500 ლარი
USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
- თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;
- თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA;
- გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
ფუნქცია/მოვალეობები:
- ჩამოსული ამანათების დახარისხება:
- ამანათების დასტიკერება;
- ამანათების ტრანსპორტირება კომპანიის არსებულ ფილიალებში.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: career.
გისურვებთ წარმატებებს !