23 სექ - 23 ოქტ
სტანდარტი
საწყობის თანამშრომელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200
+ ბონუსი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@thermocenter.ge
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.thermocenter.ge
შპს ,,თერმო ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის #6
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (300 -500 ლარი)
დამატებითი ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, ფიტნეს ბარათი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება და დასაწყობება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით
- პროდუქციის აგროვება შეკვეთების მიხედვით
- პროდუქციის საწყობიდან გაცემა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე
- საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება
- დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ოპერატიულობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „საწყობის თანამშრომელი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!!!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 304
უნიკალური ნახვები 289