20 სექ - 19 ოქტ
სტანდარტი
მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500 - 2500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@baraka.ge
კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.
გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge
ბარაქაში ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის შედგენა და განხორციელების გზების შემუშავება;
- მარკეტინგული ღონისძიებებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
- ბრენდის სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა;
- სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
- მარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
- ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
- ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება გუნდთან ერთად;
- ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
- Facebook ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება;
- სარეკლამო (Ads) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი;
- საქართველოს რეგიონებში გადაღებებზე სიარული და გადამღები ჯგუფის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები
- უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით)
- Facebook ads, Remarketing, Meta business Suite მუშაობის გამოცდილება
- ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
- აუცილებელია სოც. მედიაში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
- კომპიტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point
ანაზღაურება: 1500-2500 გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მარკეტინგის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები 366
უნიკალური ნახვები 357