20 სექ - 19 ოქტ
ვიპ
ბარის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@tsiskvili.ge
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფი“-ის გუნდში გვაქვს ბარის მენეჯერის ვაკანტური პოზიცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გამსახურდიას სანაპირო
გრაფიკი: სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
- დაქვემდებარებული პერსონალის პერიოდული გადამზადება, ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
- ბარის მენიუში შემავალი პოზიციების პერიოდული განახლება;
- მიღებული ნედლეულის/მარაგების აღრიცხვა, კონტროლი;
- ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
რესტორნის/ბარ მენეჯერი
ნახვები 645
უნიკალური ნახვები 620