- სრული განაკვეთი
- 3000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ”Tempo Holding“ სამშენებლო ბაზარზე პროექტით “Queen’s Residence“ წარსდგა. ჰოლდინგის განვითარების გეგმა ითვალისწინებს უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე უნიკალური კონცეფციის მქონე პროექტის ინიცირებას და დანერგვას.
კომპანიის გუნდი შედგება კვალიფიციური და სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან, რომლებიც არსებული სამუშაოს ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავენ გუნდის საჭიროებებს და შესაბამის დეპარტამენტებს თანამედროვე მოთხოვნები/სტანდარტების გათვალისწინებით ქმნიან.
კომპანია ”Tempo Holding“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 3000 ლარი
ადმინისტრაციული ასისტენტის მოვალეობები:
- ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის გუნდის კომუნიკაციის კოორდინირება, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
- შეხევდრების დღის წესრიგისა და ოქმების მომზადება;
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;
- ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- მცირე ზომის დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში;
- მომხმარებლისთვის ინდივიდუალური გამოცდილების შექმნის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შემდგომ მომხმარებლის სრული ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
- პერიოდული რეპორტების და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება-გაზიარება;
- მომხმარებლისთვის ფინანსური, იურიდიული და სხვა სახის ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი კვალიფიკაცია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაოების გამოცდილება (2+ ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინ. B2);
- რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
პრეტენდნტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებული, ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარებით;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ინდივიდუალური და გუნდში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო საათები: ორშ-პარ 10:00-19:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@tempoholding.ge