- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი 400
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)
კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას ნატახტარში კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ნატახტარი
- სამუშაო გრაფიკი: 11:00 – 20:00 სთ, კვირაში ორი დღე დასვენება
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი და ბონუსი (400 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, მათი საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- საწყობიდან პროდუქციის სარეალიზაციო დარბაზში განაწილება განლაგების გეგმის დაცვით;
- პროდუქციის ასორტიმენტის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შევსების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ხარისხის, ვადისა და მარაგების მუდმივი კონტროლი;
- დახლსა და სხვა დამატებით თაროებზე პროდუქციის ფასმაჩვენებლების სწორად განლაგება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა და მოწესრიგებულობა;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.