19 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geophage.ge
ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm
კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს ვაკანსიას „ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის’’ თანამდებობაზე:
სამუშაო ადდგილი : თბილისი, ლევან გოთუას N8
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- დამატებით ანაზღაურებად Day Off-ებს;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
პასუხისმგებლობები :
- EU GMP-ისა და კომპანიის დოკუმენტაციის მართვის სისტემის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად, შიდა დოკუმენტების მართვა და ჩანაწერების/მონაცემების კონტროლი;
- პერსონალის უზრუნველყოფა აქტუალური დოკუმენტაციით;
- პროდუქტის სერიის დოსიეს მომზადება, კომპლექტურობის შემოწმება და შენახვა-დაარქივება;
- კომპანიაში ცვლილებების კონტროლის, შეუსაბამობების/გადახრების, მაკორექტირებელი და პრევენციული მოქმედებების პროცედურების მართვა და დოკუმენტირება;
- მომხმარებლისგან მიღებული საჩივრების/რეკლამაციების გამოკვლევასა და შეფასებაში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტირება;
- შიდა და გარე აუდიტების პროცესის განხორციელებასა და დოკუმენტირებაზე კონტროლის განხორციელება;
- აუტსორსინგული/კონტრაქტით განსაზღვრული აქტივობების, მომხმარებლებლებისა და მომწოდებლების კვალიფიკაცია-მონიტორინგის პროცესების მართვაში მონაწილეობა და დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
- პროდუქტის ხარისხის მიმოხილვის ანგარიშების მომზადება;
- ხარისხის შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
- ხარისხის რისკების მართვის პროცესში მონაწილეობა; ხარისხის რისკების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონტროლის განხორციელება.
კვალიფიკაცია :
- მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფარმაციაში, ქიმიაში, სამედიცინო ბიოლოგიასა ან/და სხვა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების დარგებში;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook ) ცოდნა;
- ხარისხის მართვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნა (EU GMP, ISO 9001, ISO/IEC 17025, WHO GMP);
- ხარისხის უზრუნველყოფის/კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- მოტივაცია და გადაწყვეტილებების იდენტიფიცირების უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
- დოკუმენტების შედგენის უნარი;
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
* თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
წარმოება/ოპერაციები
ხარისხის კონტროლი
ნახვები 299
უნიკალური ნახვები 282